Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტი ჟურნალ Entertainment Weekly-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მომღერალი, ტეილორ სვიფტი ამერიკული ჟურნალის, Entertainment Weekly-ის მაისის ნომრის სტუმარია. არტისტის ფოტო გამოცემის გარეკანზეც დაიბეჭდება.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა ME! შეასრულა

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა ME! და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

Blumarine-ის, Faith Connexion-ისა და Gucci-ის სამოსში გამოწყობილ შემსრულებელს სურათები ფოტოგრაფმა, პეგი სიროტამ გადაუღო. 

ამის გარდა, Entertainment Weekly-მ პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლებს ტეილორთან ჩაწერილი ვიდეოინტერვიუ შესთავაზა,

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული