Thumbnail

ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თელ-ავივში 2019 წლის ევროვიზიის მონაწილეებმა რიგით მეორე რეპეტიცია გაიარეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე და თამთა გოდუაძე, რომელიც წელს ევროფესტივალზე კვიპროსის სახელით გამოდის.

► ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველ რეპეტიციაზე

► ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე ანტისაოკუპაციო სიმღერით წარდგება

ოთო რეპეტიციის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როდესაც მასთან თამთა მივიდა. მუსიკოსებმა ერთად ბარბარე წერეთლის სიმღერა "სულიკო" შეასრულეს.

თამთა 14 მაისს პირველ ნახევარფინალს კომპოზიციით Replay გახსნის. ამავე დღეს იმღერებს ოთო ჩანაწერს "სულ წინ იარე". ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული 18 მაისს გამოვლინდება.

ნემსაძე ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც მუსიკალურ კონკურსში "ჯეოსტარი" გაიმარჯვა. 2013 წელს არტისტმა მონაწილეობა უკრაინულ The Voice-ში მიიღო, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ნემსაძემ სადებიუტო ალბომი "ფიქრების ზღვა" გამოუშვა. მომღერალმა 2015 წელს ჯგუფი "ლიმბო" ჩამოაყალიბა, რომელიც არაერთი პროექტის მონაწილე გახდა.

თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწეობს. მან პოპულარობა 2004 წელს მუსიკალურ შოუში Super Idol Greece მონაწილეობით მოიპოვაარტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Ilious Ke Thalasses და With Love მოუტანა. პოპვარსკვლავი 2019 წლის ევროვიზიის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული