Thumbnail

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ ახალი სიმღერა Crave გაავრცელა. კომპოზიცია მის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. მომღერალი ტრეკს ცნობილ რეპერ Swae Lee-სთან ერთად ასრულებს.

► Madonna მაიკლ ჯექსონის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა

► ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: Madonna – I Rise

მადონა ლუიზა ჩიკონე 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული