Thumbnail

ამერიკელი არტისტი სტივენ ელისონი, სასცენო სახელით Flying Lotus, ახალ სინგლს More ავრცელებს. კომპოზიცია მუსიკოს ანდერსონ ფექთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი ელისონის მომავალ ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 27 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. 

► მოუსმინეთ: Flying Lotus - Spontaneous | Takashi

► ნახეთ: Flying Lotus - Fire Is Coming Ft. David Lynch

Flying Lotus 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me.

კომენტარები

ბოლოს დამატებული