Thumbnail

ნახეთ: როგორ ემზადებოდა ჯენიფერ ლოპესი 2019 წლის Met Gala-სთვის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი არაერთმა ცნობილმა გამოცემამ 2019 წლის "მეთ გალაზე" გამორჩეულად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის დაასახელა. არტისტმა თაყვანისმცემლებს ახლახან ვიდეო შესთავაზა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ემზადებოდა 49 წლის ჯეილო მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. გავრცელებულ კადრებში მომღერალ შერის მიერ გამართული პერფორმანსიც მოხვდა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერები Medicine, Dinero და On the Floor შეასრულა

► ნახეთ: 20 წლის ჯენიფერ ლოპესის კასტინგში მონაწილეობის კადრები

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი რიანასა და ქარდი ბის სიმღერების რემიქსზე ცეკვავს

ჯენიფერმა ვიდეო Versace-ს ყოფილ დიზაინერს, ლუიჯი მასის მიუძღვნა, რომელიც წელს გარდაიცვალა. სწორედ ის მუშობდა არტისტის კაბაზე.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული