Thumbnail

Young Thug: MGK-მ ემინემი Rap Devil-ით გაანადგურა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი მუსიკოსის, Young Thug-ის მოსაზრებით, დეტროიტელი ემინემისა და კლივლენდელი მეშინ გან ქელის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. იანგ თაგმა ვიდეოს, რომელშიც ქელი ჩანს, დააწერა:

► ნახეთ: Young Thug-მა 5 ახალი კომპოზიციის თიზერი გაავრცელა 

► ნახეთ: Machine Gun Kelly-მ ახალი ალბომის თიზერი გაავრცელა 

► მოუსმინეთ: Logic-ისა და Eminem-ის კომპოზიცია Homicide გავრცელდა 

"ბიჭი, რომელმაც ემი გაანადგურა".

შეგახსენებთ, რომ ემინემმა შარშან, 31 აგვისტოს გაყიდვაში ახალი ალბომი Kamikaze ჩაუშვა, რომლის კომპოზიციებშიც არაერთი მუსიკოსი გადისა. ტრეკში Not Alike მან მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქელიმ გოგონას "ძალიან სექსუალური" უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, სახელოვანი რეპერი გაანაწყენა.

მეშინ გან ქელიმ ემინემს კომპოზიცია Rap Devil მიუძღვნა, რომელშიც ვეტერან რეპერს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ემინემი საკუთარი დაცვის წევრებსა და დოქტორ დრეს ინსტრუმენტალებს არის ამოფარებული. ქელის თქმით, 2010 წლის ალბომი Recovery მუსიკოსის უკანასკნელი ღირებული ჩანაწერია.

საპასუხოდ, ემინემმა კომპოზიცია Killshot გაავრცელა. "მომიწია, შენთვის კარიერა მეჩუქებინა, რათა შემდეგ დამენგრია (Had to give you a career to destroy it)", - მიმართა ჩანაწერში მეშინ გან ქელის დეტროიტელმა არტისტმა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული