Thumbnail

Madonna მაიკლ ჯექსონის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მადონას გამოცემა British Vogue-თან ინტერვიუში ჰკითხეს, რას ფიქრობდა მაიკლ ჯექსონის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პედოფილიასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, ადამიანი მანამ არის უდანაშაულო, სანამ სასამართლოში ბრალი არ დაუმტკიცდება.

 ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: Madonna – I Rise

► ნახეთ: მადონასა და მალუმას პერფორმანსი, რომელიც $5 მილიონი დაჯდა

"ადამიანი უდანაშაულოა, სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება. ათასი ცრუ ამბავი გამიგია ჩემზე. როდესაც ვინმეზე რაიმეს მიყვებიან, ვეკითხები - შეგიძლია, დაამტკიცო? Leaving Neverland არ მინახავს. მასში, ალბათ, ფაქტებს იხსენებენ, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხი ხშირად იტყუება. ვინტერესდები ხოლმე, რისი მიღება სურთ, ფულის? ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია. ვნახავ ამ ფილმს მომავალში", - თქვა მუსიკოსმა.

► რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

► მაიკლ ჯექსონის პირადი მცველი: საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვი

რეჟისორ დენ რიდის მიერ მაიკლ ჯექსონზე გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი წაშალეს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

მადონა და მაიკლი 1991 წელს.

მადონასა და მაიკლ ჯექსონს კარიერის განმავლობაში ერთობლივი ნამუშევარი არ გამოუშვიათ. ცნობილია, რომ მათ სიმღერა In the Closet ერთად უნდა ჩაეწერათ, თუმცა, მადონას მიერ დაწერილი ტექსტი მაიკლმა ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და საბოლოოდ კოლაბორაცია არ შედგა. აღსანიშნავია, რომ პოპის დედოფალი პოპის მეფის კომპოზიციებს ზოგჯერ საკუთარ კონცერტებზე ასრულებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული