Thumbnail

9 გრემის მფლობელმა მომღერალმა, მერი ჯეი ბლაიჯმა და ეპოქალურმა რეპერმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კოლაბორაციული კომპოზიცია Thriving გამოაქვეყნეს. მუსიკოსებმა ტრეკი ერთობლივი ტურნეს The Royalty პრომოუშენის ფარგლებში ჩაწერეს.

კარიერის განმავლობაში ვეტერანმა არტისტებმა რამდენჯერმე ითანამშრომლეს. ბოლო საერთო კომპოზიცია Reach Out მათ 2012 წელს გაავრცელეს. კოლეგების ყველაზე ცნობილ ნამუშევრად Love Is All We Need მიიჩნევა, რომელიც 22 წლის წინ, 1997 წელს შეიქმნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული