Thumbnail

ნახეთ: Bun B ვიდეორგოლს I Know ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის TrillStatik პრომოუშენის ფარგლებში, ვეტერანმა მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბერნარდ ფრიმენმა, ფსევდონიმით Bun B, სინგლზე I Know გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში არენბისა და რეგეის შემსრულებელი Haile Supreme მონაწილეობს. ამ კომპოზიციისა და, ზოგადად, მთლიანი სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Statik Selektah გახლავთ.

► მოუსმინეთ: Bun B ახალ ალბომს TrillStatik ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Bun B - Myself Feat. Run The Jewels 

► მოუსმინეთ: რეპერმა Bun B-მ ახალი ალბომი Return Of The Trill გაავრცელა 

ბან ბი მსმენელის წინაშე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. მან სახელი ეპოქალურ დუეტში UGK მოღვაწეობით გაითქვა. გაერთიანებამ, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, სადებიუტო ალბომი Too Hard To Swallow 1992 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ კოლეგებმა კიდევ 5 სტუდიურ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული Ridin' Dirty გახლავთ. 2007 წელს ჯგუფის მეორე წევრი Pimp C ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებამ იმსხვერპლა.

სოლო კარიერა კი ბერნარდმა 2005 წელს ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომით Trill დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 7 ოფიციალურ მიქსტეიპს, 5 სტუდიურ ჩანაწერსა და ერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული