Thumbnail

პოპულარულმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი შენგელიამ, ფსევდონიმით FuLA, საკუთარ დაბადების დღეს, 6 მაისს ახალი კომპოზიცია "Gunზომილება" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ. ნამუშევრის პროდიუსერი კი თავად გიორგია.

► მოუსმინეთ: FuLA - ვისაც რა უნდა, ის თქვას 

► ნახეთ: FuLA - წამები - დროს 

► ნახეთ: FuLA & Ol' Boy - Cut 

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული