Thumbnail

მოუსმინეთ: Ari Lennox-მა სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი კორტნი სოლტერი, ფსევდონიმით Ari Lennox, სადებიუტო ალბომს Shea Butter Baby ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში ლენოქსთან ერთად პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები J.I.D და J.Cole მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: Ari Lennox - Up Late

► ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ

არი ლენოქსმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ცნობილი რეპერის, ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციურ ალბომში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Pho გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული