Thumbnail

ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მოდის ყოველწლიური გამოფენის აღსანიშნავად სპეციალური საღამო "მეთ გალა" მოეწყო. წვეულებას არაერთი ცნობილი მუსიკოსი დაესწრო, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ღონისძიების თემის Camp: Notes on Fashion შესაბამისად გამოეწყვნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორებს შორის პოპვარსკვლავები ლედი გაგა და ჰარი სტაილზი იყვნენ წარმოდგენილი.

Lady Gaga

გაგა ღონისძიებაზე ამერიკელი დიზაინერის, ბრენდონ მაქსუელის კაბებში გამოწყობილი მივიდა. მუსიკოსმა ხალიჩაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი მოაწყო.

Celine Dion

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, სელინ დიონმა Oscar de la Renta-ს კაბაში ფოტოგრაფების ყურადღება მალევე მიიქცია.

Jennifer Lopez

49 წლის ჯეილოს Versace-ს კაბა ეცვა.

Billy Porter

მომღერალმა ბილი პორტერმა არჩევანი The Blonds-ის ოქროსფერ სამოსზე შეაჩერა.

Harry Styles

ჰარიმ Gucci მოირგო.

21 Savage

რეპერ 21 Savage-ს ასევე Gucci ეცვა.

Charli XCX

ჩარლიმ თავი ჯიმი ჩუს ფეხსაცმელებით მოიწონა.

Florence Welch

ფლორენს უელჩი საღამოზე Gucci-ს სამოსში გამოწყობილი მივიდა. 

Jared Leto

ჯარედ ლეტომ ტრადიციას არც წელს უღალატა და არჩევანი Gucci-ს კოსტიუმზე შეაჩერა.

Frank Ocean

მუსიკოსი ფრენკ ოუშენი Prada-ს სამოსში გამოეწყო.

Miley Cyrus

მაილი "მეთ გალაზე" Yves Saint Laurent-ის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. 

Shawn Mendes

შონი ფოტოგრაფების წინაშე ასევე Yves Saint Laurent-ის კოსტიუმით წარდგა. მის თაყვანისმცემლებს არც არტისტის ოქროსფრად შეღებილი თმა გამოჰპარვიათ. 

Alessia Cara

ალისიამ არჩევანი ჯანბატისტა ვალის კაბაზე შეაჩერა. 

Katy Perry

კეტი პერის Moschino-ს სამოსი, ალბათ, დიდხანს გვემახსოვრება.

Halsey

ჰოლზი პრაბალ გურუნგის კაბაში ლამაზად გამოიყურებოდა.

Janelle Monaé

მომღერალმა ჯანელ მონემ ღონისძიებისთვის კრისტიან სირიანოს კაბა შეარჩია.

Travis Scott

რეპერი ტრევის სკოტი წითელ ხალიჩაზე შეყვარებულთან, კაილი ჯენერთან ერთად გამოჩნდა. მუსიკოსს Dior-ის სამოსი ეცვა. 

Cardi B

ქარდის, ტომ ბრაუნის კაბის დამსახურებით, ყურადღება არ მოჰკლებია. 

Dua Lipa

ღონისძიებას Versace-ს სამოში გამოწყობილი დუა ლიპაც დაესწრო.

Alicia Keys

ალიშა ქისი კაროლინა ჰერერას საღამოს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

Ciara

საღამოს არც სიარას გარეშე ჩაუვლია. მას პიტერ დუნდასის სამოსი ეცვა. 

Kacey Musgraves

"მეთ გალაზე" Moschino-ს სამოსში გამოწყობილი ქანთრი ვარსკვლავი, კეისი მასგრეივსიც იმყოფებოდა. 

Kanye West

$42-დოლარიანი Dickies-ის ბრენდის პიჯაკში გამოწყობილი ქანიე ვესთი ღონისძიებას ცოლთან, კიმ კარდაშიანთან ერთად დაესწრო. ტელევარსკვლავს მუგლერის კაბა ეცვა. 

Gwen Stefani

გვენ სტეფანს Moschino-ს საღამოს კაბა ეცვა. 

Nicki Minaj

ნიკი პრაბალ გურანგის კაბა გამოწყობილი გამოჩნდა.

Rita Ora

რიტა ორამ მარკ ჯეიკობსის სამოსი მოირგო. 

Tessa Thompson

მომღერალმა ტესა ტომპსონმა არჩევანი Chanel-ზე შეაჩერა. 

Solange

სოლანჟი ღონისძიებაზე Ferragamo-ს კაბასა და ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამოჩნდა. 

Maluma

მალუმა ღონისძიებას პირველად დაესწრო. მუსიკოსმა Moschino მოირგო.

Lizzo

რეპერ ლიზოს მარკ ჯეიკობსის სამოსი ეცვა. 

Lay

კეიპოპ ჯგუფ EXO-ს ერთ-ერთმა წევრმა, ლეიმ არჩევანი Valentino-ს კოსტიუმზე შეაჩერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული