Thumbnail

გიორგი ბაქრაძის 5 საყვარელი სიმღერა

კლუბის "რა? სად? როდის?" მაგისტრის, ეკონომისტ გიორგი ბაქრაძის 5 საყვარელი კომპოზიცია.

ყოველთვის ძალიან რთულია რაიმე ტოპ-ლისტის კეთება. ჯერ ერთი, არჩევანი ძალიან დიდია, სულ არის იმის შეგრძნება, რომ რაღაც დაგავიწყდა ან რაღაც, რაც არ ჩასვი სიაში, უნდა ჩაგესვა. მერე გემოვნება იცვლება ხოლმე და ის, რაც შენი საყვარელი სიმღერა, წიგნი ან ნახატი იყო, რაღაც დროის შემდეგ უფასურდება, ისე აღარ გიყვარს, დაგავიწყდა ან ტოპებში დარჩა, მაგრამ ჩამოიჩოჩა.

თან თუ ლაპარაკი მუსიკაზეა და ადამიანს ეკლექტური გემოვნება აქვს, არჩევანი კიდევ უფრო რთული გასაკეთებელი ხდება. ამიტომ, მინდა, ამ ტოპ 5-ში სხვადასხვა ჟანრს გადავწვდე და ის სიმღერები ჩავსვა, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს ჩემზე სხვადასხვა ასაკსა და ვითარებაში.

5. Tito Gobbi - Dicitencello vuie

დავიწყებ ნეაპოლური სიმღერით. ჟანრი, რომელიც საქართველოში შეიძლება, იმდენად პოპულარული არ იყოს, მაგრამ, სამი ტენორის მადლმა, O sole mio მაინც გაუგია ყველას. პირველი ნეაპოლური სიმღერა, რომელიც შემიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს, იყო როდოლფო ფალვოს Dicitencello vuje ("უთხარით მას") სწორედ ტიტო გობის შესრულებით ფილმიდან Follie per l'opera ("გაგიჟებულები ოპერაზე").

4. Lacrimosa - Alleine zu zweit

ჩემი მეგობრის, ლაშა კილაძის გავლენით, ძალიან მიყვარს გოთიკური ჯგუფი Lacrimosa და სიმღერა Alleine zu zweit ("მარტონი ერთად").

3. Sixpence None the Richer - Kiss Me

ალტერნატიული პოპ როკ ჯგუფი Sixpence None the Richer თავისთავად, ალბათ, არაფერ განსაკუთრებულს წარმოადგენს, თუმცა, ამ ჯგუფის სიმღერა Kiss Me ჩემთვის პირადულად ძალიან საყვარელია.

2. Queen - The Show Must Go On

Queen ჩემი საყვარელი როკ ჯგუფია და მისი სიმღერებით რამდენიმე ტოპ 5 შემიძლია, შევავსო. ეს კომპოზიცია Bohemian Rhapsody-ზე მეტადაც კი მიყვარს.

1. Franz Schubert - Erlkonig 

და ბოლოს, კლასიკას მინდა, გადავწვდე. ფრანც შუბერტის სიმღერები ჩემთვის ჟანრის მწვერვალია და ნაწარმოები, რომელმაც ეს კომპოზიტორი შემაყვარა, არის Elrkonig ("ტყის მეფე"). ჩემი აზრით, შუბერტის სიმღერები ტექსტის გარეშე თავისი გამომხატველობის 75%-ს კარგავს. ამიტომ, მსმენელს ვურჩევდი, გოეთეს ლექსიც წაიკითხოს. ჯესი ნორმანი კი ამ ნაწარმოებს არა მხოლოდ მღერის, არამედ საუცხოოდ თამაშობს კიდეც. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული