Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსი Cardi B-ის ჰიტზე I Like It იოგას ვარჯიშობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ერთთვიანი კურსის გავლის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ სტილს უბრუნდება. 37 წლის არტისტმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რეპერ ქარდი ბის ჰიტზე I Like It იოგას ვარჯიშობს.

► Britney Spears: ახლა პრობლემების დაძლევაზე კონცენტრირება მჭირდება

► ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

► ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეის ახალ მიუზიკლში გაჟღერდება

აღსანიშნავია, რომ ბრიტნიმ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა მამის ავადმყოფობაზე ნერვიულობის გამო გადაწყვიტა. 

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული