Thumbnail

ნახეთ: Bon Iver-ის ფრონტმენმა, ჯასტინ ვერნონმა ბობ დილანის სიმღერები შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი ფოლკ ჯგუფის, Bon Iver-ის ფრონტმენმა, ჯასტინ ვერნონმა ნიუ იორკში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე "37d03d" ლეგენდარული არტისტის, ბობ დილანის სიმღერების ქავერ ვერსიები შეასრულა.

ვერნონმა ბენდთან ერთად დილანის ისეთი ნამუშევრები იმღერა, როგორებიცაა: Angelina, All Along the Watchtower, Not Dark Yet, Meet Me in the Morning, Spanish is the Loving Tongue და სხვა.

ჯასტინ ვერნონმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. 2001 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Home Is გაავრცელა. 2006 წელს ვერნონმა ინფი ფოლკ ჯგუფი Bon Iver ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში კი ბენმა პირველი სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა. მეორე ალბომმა სახელწოდებით Bon Iver კოლექტივს 2012 წელს გრემის ჯილდო მოუტანა.

2018 წელს კი ჯასტინ ვერნონმა The National-ის გიტარისტთან, აარონ დესნერთან ერთად ახალი პროექტი Big Red Machine დაიწყო. ამავე წლის 31 მაისს მუსიკოსებმა ჯგუფის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული