Thumbnail

ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა ბრიტანული "ვოგის" ივნისის ნომრის სტუმარია. არტისტის ფოტო ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდება.

► მოუსმინეთ: Madonna – I Rise

► ნახეთ: მადონასა და მალუმას პერფორმანსი, რომელიც $5 მილიონი დაჯდა

► ნახეთ: მადონამ და მალუმამ სიმღერაზე Medellín კლიპი გადაიღეს

Louis Vuitton-ის Fendi-ის, Armani-ისა და Loewe-ის სამოსში გამოწყობილ 60 წლის მომღერალს სურათები ფოტოგრაფების ცნობილმა დუეტმა Mert and Marcus გადაუღო. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული