Thumbnail

The Cure-ის კლავიშისტი: ჩვენი ახალი ალბომის მოსმენისას ყველას ყბა ჩამოუვარდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Cure-ის ერთ-ერთმა წევრმა, როჯერ ო'დონელმა რადიოსადგურ SiriusXM-ის ეთერში ბენდის მომავალ ალბომზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ნამუშევარი, სავარაუდოდ, კოლექტივის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი იქნება.

 The Cure-მ ახალი ალბომის ჩაწერა დაასრულა

"პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფის ბოლო ალბომი იქნება. როდესაც ჩავრთეთ, ყველას ყბა ჩამოუვარდა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

საკულტო ბენდი The Cure 1976 წელს შექმნა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს კომერციული წარმატება სიმღერებმა Just Like Heaven, Lovesong, Pictures Of You და Friday I'm In Love მოუტანა. 80-იან წლებში მათი სასცენო იმიჯის, სიმღერების მელანქოლიური შინაარსისა და სმიტის უნიკალური ხმის გამო, კოლექტივი გოთური სუბკულტურის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიიჩნეოდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული