Thumbnail

ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველ რეპეტიციაზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს. ის კონკურსზე ანტისაოკუპაციო კომპოზიციას "სულ წინ იარე" შეასრულებს. მუსიკოსმა თელ-ავივში პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა. ვიდეო ევროვიზიის იუთუბის არხზე გავრცელდა.

► ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე ანტისაოკუპაციო სიმღერით წარდგება

კონკურსი ისრაელში, კერძოდ თელ-ავივში 14-დან 18 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ოთო ნემსაძე ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც მუსიკალურ კონკურსში "ჯეოსტარი" გაიმარჯვა. 2013 წელს არტისტმა მონაწილეობა უკრაინულ The Voice-ში მიიღო, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ნემსაძემ სადებიუტო ალბომი "ფიქრების ზღვა" გამოუშვა. მომღერალმა 2015 წელს ჯგუფი "ლიმბო" ჩამოაყალიბა, რომელიც არაერთი პროექტის მონაწილე გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული