Thumbnail

მოუსმინეთ: R.O x Konoba-მ ახალი ალბომი "10" გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბელგიელმა მუსიკოსებმა, R.O-მ და Konoba-მ ახალი ალბომი "10" გაავრცელეს. არტისტებმა ათი თვის განმავლობაში ათ ქვეყანაში იმოგზაურეს და თითოეულ მათგანში კომპოზიცია შექმნეს. საქართველოში მათ ტრეკი Roll The Dice ჩაწერეს.

► 31 მაისს თბილისში R.O x Konoba-ს კონცერტი გაიმართება

► ნახეთ: R.O x Konoba-მ საქართველოში გადაღებული კლიპი გაავრცელა

► R.O x Konoba-ს 5 საყვარელი სიმღერა

 

შეგახსენებთ, რომ დუეტი 31 მაისს საქართველოში კონცერტს მეოთხედ გამართავს.

"კონობა" მუსიკოს რაფაელ ესთერჰეიზის პროექტია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად არტისტ ოლივიე რუჯისთან, სასცენო სახელით R.O, ჩაწერილ კომპოზიციებს მოიცავს. დუეტს სამი EP და ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს სიმღერამ On Our Knees მოუტანა. R.O x Konoba-მ თბილისში უკვე სამჯერ გამართა კონცერტი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული