Thumbnail

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა ახალ სინგლს I Rise ავრცელებს. კომპოზიცია პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. სტუდიურ ნამუშევარში სულ 13 ტრეკი იქნება წარმოდგენილი. 

► ნახეთ: მადონასა და მალუმას პერფორმანსი, რომელიც $5 მილიონი დაჯდა

► ნახეთ: მადონამ და მალუმამ სიმღერაზე Medellín კლიპი გადაიღეს

► მადონა ევროვიზია 2019-ზე ახალ სიმღერას შეასრულებს

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული