Thumbnail

3 მაისს თბილისში Artbat და Marc Romboy დაუკრავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დღეს, 3 მაისს აბრეშუმის ქარხანა ცნობილ უკრაინულ ელექტრონულ დუეტს, Artbat-სა და გერმანელ არტისტს Marc Romboy-ს უმასპინძლებს. ღონისძიება "ორიგამის" ორგანიზებით გაიმართება. საღამოზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ასევე ქართველი მუსიკოსები Gio Shengelia და 9EYE დაუკრავენ. ივენთზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-სა და eventer.ge-ზეა შესაძლებელი.

Artbat, რომელიც კიეველმა პროდიუსერებმა, არტურმა და ბატიშმა ჩამოაყალიბეს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინული ელექტრონული პროექტია. მათ ნამუშევრებს თავიანთი სეტების დროს ისეთი ცნობილი არტისტები უკრავენ, როგორებიც არიან: Solomun, Maceo Plex, Richie Hawtin და სხვები. ტექნო და ჰაუს დუეტი სადებიუტო სინგლის Mandrake გამოსვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა და მსოფლიოს წამყვანი სცენების სასურველი სტუმარი გახდა.

Marc Romboy კი ელექტრონულ მუსიკაში უკვე ოც წელზე მეტია, მოღვაწეობს. დიჯეიმ და პროდიუსერმა 2004 წელს ლეიბლი Systematic Recordings დააარსა. კარიერის განმავლობაში მან ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: გერმანელი Stephan Bodzin, იაპონელი ტექნო არტისტი DJ Ken Ishii და სხვები.

"ორიგამი" კიდევ ერთ ღონისძიებას 20 ივლისს გამართავს. ცნობილია, რომ ივენთზე ფრანგული დუეტი Polo & Pan დაუკრავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული