Thumbnail

მოუსმინეთ: Cas - შავი ბენტლი Ft. Pele

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, მსმენელს ორთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "შავი ბენტლი" გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ახალგაზრდა კოლეგა, გელა რაზმაძე, სასცენო სახელით Pele მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად კასპერი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Cas - ჯუმბერ ლეჟავა 

► მოუსმინეთ: Cas - უცვლელი ლოკაცია 

► მოუსმინეთ: რეპერი Cas კომპოზიციაში DissTracktiON ჯგუფ KayaKata-ს დისავს 

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული