Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი სუპერვარსკვლავი, სელინ დიონი ამერიკული Elle-ის ივნისის ნომრის სტუმარია. არტისტის ფოტო ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდება.

► ნახეთ: სელინ დიონი L'Oréal-ის ახალ რეკლამაში ჰიტზე Respect ცეკვავს

► Celine Dion: ასე მშვენივრად და ძლიერად თავი არასდროს მიგრძვნია

► ნახეთ: სელინ დიონმა საქორწინო ცერემონიაზე ჰიტი Because You Loved Me იმღერა

Dior-ის, Chanel-ის, Armani Privé-ისა და Givenchy-ის სამოსში გამოწყობილ მუსიკოსს სურათები ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, ტომ მანრომ გადაუღო. 

აღსანიშნავია, რომ გამოცემამ ფოტოსესიაზე მუშაობის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული