ლეგენდარულმა ამერიკელმა არტისტმა, მადონამ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Billboard Music Awards იმღერა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია Medellín კოლუმბიელ მალუმასთან ერთად შეასრულა. პერფორმანსმა, რომელიც, გამოცემა TMZ-ის ცნობით, 5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
► ნახეთ: 2019 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები
► ნახეთ, რა ეცვათ ვარკვლავებს 2019 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე
► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა ME! შეასრულა
5-წუთიან გამოსვლაში ჰოლოგრამა და კომპიუტერული სპეცეფექტები იყო გამოყენებული, რამაც პერფორმანსი ეფექტური და დასამახსოვრებელი გახადა.
კომპოზიცია Medellín პოპის დედოფალმა აპრილში გამოუშვა. სიმღერა მადონას რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.
მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.
კომენტარები