Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა "არა" კომპოზიცია "არავინ" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ჯგუფმა "არა" საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" სიმღერა "არავინ" შეასრულა. კომპოზიცია ბენდის მიერ შარშან გამოცემულ ალბომში "რატომ მომიყვანეთ" შედის.

► ნახეთ: ჯგუფი "არა" კომპოზიციის "მსხალი" ლაივ ჩანაწერს ავრცელებს

► ნახეთ: ჯგუფი "არა" - გოგოები ზემოდან (ასატანი Session)

ჯგუფი "არა" მუსიკოსისა და მსახიობის, ზურა ჯავახიას პროექტია. კოლექტივის შემადგენლობაში მის გარდა გიორგი სიბაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, ლექსო რატიანი, აჩი შიოშვილი და საბა ზაკალაშვილი არიან. ბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "კი", "გამოცდები" და "როკსტარი" მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული