Thumbnail
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა კომპოზიცია Songs Of Terror შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა მუსიკოსმა, ნიკა კოჩაროვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" კომპოზიცია Songs Of Terror შეასრულა. სიმღერა კოჩაროვის პროექტის, Z for Zulu-ს ერთადერთ ალბომში Better Than Dog შედის.

► ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა თეატრში "ათონელზე" კონცერტი გამართა

► ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა The Smiths-ის Last Night I Dreamt That Somebody Loved Me შეასრულა

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული