Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ ვარკვლავებს 2019 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლას ვეგასში, MGM Grand Garden Arena-ზე 2019 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა. შთამბეჭდავი პერფორმანსების გარდა, პოპვარსკვლავებმა თავი ჩაცმულობითაც დაგვამახსოვრეს. არტისტები წითელ ხალიჩაზე არაერთი ცნობილი დიზაინერის კაბაში გამოწყობილები გამოჩნდნენ.

► ნახეთ: 2019 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

► ფოტოგალერეა: ყველაზე ცუდად ჩაცმული მუსიკოსები ბილბორდის დაჯილდოებაზე

წარმოგიდგენთ გამორჩეულად ჩაცმული 10 მუსიკოსის ფოტოს:

Cardi B

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ Moschino-ს ყვითელი კაბა მოირგო.

Ingrid Michaelson

ამერიკელი მუსიკოსი, ინგრიდ მაიკლსონი ცერემონიაზე Versace-ს კაბაში გამოწყობილი მივიდა.

Taylor Swift

ტეილორმა არჩევანი Raisa & Vanessa-ს კაბაზე შეაჩერა.

Maluma

კოლუმბიელმა მალუმამ წითელ ხალიჩაზე თავისი კოსტიუმის წყალობით ყურადღება მალევე მიიქცია.

Ciara

სიარა სტეჰან როლანის საღამოს კაბაში მომხიბვლელად გამოიყურებოდა. 

Priyanka Chopra

მომღერალმა, მსახიობმა და მოდელმა, პრიანკა ჩოპრამ ზუჰაირ მურადის სამოსი ჩაიცვა. 

BTS

სამხრეთკორეელი ბიჭები წითელ ხალიჩაზე ალექსანდრ მაკქუინის კოსტიუმებში გამოწყობილები პოზირებდნენ.

Kelly Clarkson

კელის In The Mood For Love-ის შავი კაბა უდავოდ უხდებოდა. 

Sofia Carson

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, სოფია კარსონი დაჯილდოებას ჯამბატისტა ვალის სამოსში გამოწყობილი დაესწრო. 

Jonas Brothers

ძმებმა წითელი ხალიჩისთვის კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელები შეარჩიეს. 

Becky G

ამერიკელმა მომღერალმა, ბეკიმ თავი Yousef Al Jasmi-ს კაბით მოიწონა. 

Juice Wrld

ამერიკელმა რეპერმა Givenchy-ს სამოსი მოირგო. 

Halsey

ჰოლზის Kristian Aadnevik-ის ლურჯ კაბა ეცვა. 

Poppy

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, Poppy-მ თავი Moncler 6 Noir Kei Ninomiya-ს შავი კაბით დაგვამახსოვრა. 

Julianne Hough

ამერიკელმა მომღერალმა, ჟულიანამ არჩევანი Genny-ს სამოსზე შეაჩერა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული