Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა ME! შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა და ჯგუფ Panic! at the Disco-ს ფრონტმენმა, ბრენდონ ურიმ Billboard Music Awards-ზე ახალი სინგლი ME! ცოცხლად პირველად შეასრულეს. კომპოზიცია ტეილორის რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა ME! და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა სიმღერები Style და Delicate შეასრულა

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული