Thumbnail

ნახეთ: J.I.D ვიდეორგოლს 151 Rum ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2018 წლის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, ატლანტელმა რეპერმა დესთინ რუთმა, ფსევდონიმით J.I.D, კომპოზიციაზე 151 Rum გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი მუსიკოსმა შარშან, სექტემბერში გაავრცელა. ჩანაწერი მისი ბოლო ალბომის DiCaprio 2 პირველი სინგლია.

► ნახეთ: J.I.D-მ ვიდეორგოლი Off Da Zoinkys გაავრცელა 

► ნახეთ: J.I.D-იმ ახალი კომპოზიცია გააჟღერა 

► ნახეთ: Boogie და J.I.D ვიდეორგოლს Soho ავრცელებენ 

ჯეიაიდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ატლანტელი მუსიკოსი ცნობილმა რეპერმა, J.Cole-მა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში Dreamville Records 2017 წელს გააწევრიანა. დესთინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული სადებიუტო ალბომით The Never Story გახდა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ჯეი ქოული გახლავთ. ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული