Thumbnail

აპრილი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის აპრილში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახე სრული ფლეილისტი

10. Cate Le Bon - Home to You

ბრიტანელმა მუსიკოსმა, Cate Le Bon-მა ახალი კომპოზიცია Home to You და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სიმღერა არტისტის მომავალ ალბომში Reward იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება.

9. Peter Doherty & The Puta Madres - Paradise Is Under Your Nose 

ბრიტანელი მუსიკოსის, პიტ დოერთის ახალმა ჯგუფმა The Puta Madres კომპოზიცია Paradise Is Under Your Nose და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა კოლექტივის ახალ ალბომში შევიდა, რომელიც გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვა.

8. Noname - Song 32 

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი ფატიმა უორნერი, სასცენო სახელით Noname, მსმენელს ახალი კომპოზიციით Song 32 დაუბრუნდა. ეს რიგით მეორე ჩანაწერია, რომელიც ახალგაზრდა რეპერმა 2019 წელს გამოუშვა. 

7. Tim Hecker - You Never Were 

კანადელმა მუსიკოსმა, ტიმ ჰეკერმა ახალი კომპოზიცია You Never Were გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ ალბომში Anoyo იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 10 მაისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერს ამერიკული ლეიბლი Kranky გამოსცემს.

6. PJ Harvey - The Moth ft. Lily James

ბრიტანელმა მუსიკოსმა, პიჯეი ჰარვიმ ახალი ჩანაწერი The Moth გაავრცელა. კომპოზიცია სპექტაკლისთვის "ყველაფერი ევას შესახებ" შეიქმნა. მას ჰარვისთან ერთად მსახიობი ლილი ჯეიმსი ასრულებს. 

5. Madonna - Medellín ft. Maluma

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ აპრილში ახალი სინგლი Medellín და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. კომპოზიცია პოპულარულ კოლუმბიელ არტისტ მალუმასთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.

4. The National - Light Years

ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი სიმღერა Light Years და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში პოპულარული შვედი მსახიობი, ალისია ვიკანდერი მონაწილეობს. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში I Am Easy to Find იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვება.

3. FKA twigs - Cellophane 

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA Twigs თაყვანისმცემლებს ახალი სინგლი Cellophane და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. კომპოზიციის ავტორი თავად არტისტია, კლიპზე კი რეჟისორმა, ენდრიუ თომას ჰუანმა იმუშავა.

2. Rammstein - Radio 

პოპულარულმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein ახალი კომპოზიცია Radio და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სიმღერა ბენდისვე სახელწოდების მქონე, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომელსაც არტისტები ათწლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს გამოუშვებენ. მუსიკალური რგოლის ავტორი გერმანელი რეჟისორი იორნ ჰაითმანია.

1. Schoolboy Q - Dangerous Ft. Kid Cudi

სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქუინსი ჰენლიმ, ფსევდონიმით ScHoolboy Q, გაყიდვაში ახალი ალბომი CrasH Talk ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას რეპერი კლივლენდელ მუსიკოსთან, Kid Cudi-სთან ერთად ასრულებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული