Thumbnail

აპრილი: 10 ქართული კომპოზიცია

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ აპრილში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. Niko x Proffeny - Smoke Box

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, ფსევდონიმით Niko და არჩილ შუბლაძემ, სასცენო სახელით Proffeny, ახალი ინგლისურენოვანი კომპოზიცია Smoke Box გაავრცელეს. ნამუშევრის პროდიუსერი ტრადიციულად Proffeny გახლავთ.

9. Funicular - Follow

ელექტრონულმა პროექტმა Funicular ახალი კომპოზიცია Follow გაავრცელა. 2017 წელს შექმნილი ჯგუფის შემადგენლობაში Mother on Mondays-ის წევრები ლევან ჯავახიშვილი და ვაჟა ბექაური, ასევე, ინდოელი ვოკალისტი მარია ტომი არიან. 

8. Kay G - მესამე დღე

ჰიპ ჰოპ არტისტმა გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით Kay G, ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიცია "მესამე დღე" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერები Rikko და თავად ქეი ჯი არიან. 

7. Salio - Yeah

სალომე კორკოტაშვილის პროექტმა Salio ახალი სიმღერა Yeah და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. 2013 წელს დაარსებული ჯგუფის შემადგენლობაში, სალომეს გარდა, ბექა ჯაფარიძე, პაპუნა ჟამიერაშვილი, ზიკო ნაზღაიძე და სანდრო სულაქველიძე შედიან. 

6. The Bearfox - ისევ

ჯგუფმა The BearFox ახალი სიმღერა "ისევ" გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ ეს კოლექტივის პირველი ორიგინალური ქართულენოვანი ტრეკია.

5. Nai - Pray

ნუკა გაბუნიამ, სასცენო სახელით Nai, სადებიუტო სინგლი Prey გაავრცელა. 20 წლის მუსიკოსმა კომპოზიცია ანონიმურად მოღვაწე არტისტ "გონებასთან" ერთად ჩაწერა. სიმღერის მელოდია და ტექსტი თავად ნუკას ეკუთვნის.

4. Bedford Falls - Come.

როკ ჯგუფმა Bedford Falls ახალი კომპოზიცია Come. და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ქალაქ თბილისში შექმნილი მუსიკალური კოლექტივი 2014 წლიდან მოღვაწეობს. 

3. პანიკა - თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, მე მოგკლავ

პანკ ჯგუფმა "პანიკა" ახალი კომპოზიცია "თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, მე მოგკლავ" გაავრცელა. ნამუშევარი ბენდის სადებიუტო ალბომში "შეტევა" არის წარმოდგენილი, რომელიც 14 აპრილს გამოიცა.

2. HVL - Quinta

ქართველმა ელექტრონულმა არტისტმა გიგი ჯიქიამ, სასცენო სახელით HVL, ახალი კომპოზიცია Quinta გაავრცელა. ტრეკის პრემიერა Red Bull Radio-ზე 6 აპრილს შედგა. 

1. Luna925 - Pirate Pangas 

პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრმა, მაქსიმე მაჩაიძემ, სასცენო სახელით Luna925, ახალი კომპოზიცია Pirate Pangas და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ინგლისურენოვანი ტრეკის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი კი თავად მაქსიმეა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული