Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Monument: Stephan Bodzin | Nicolas Masseyeff | Jorjick

8 მაისი (ოთხშაბათი)

8 მაისს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანის ტერიტორიაზე ცნობილი გერმანელი მუსიკოსის, Stephan Bodzin-ის მოსმენა შეგეძლებათ. Monument Events-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მსმენელთა წინაშე ასევე ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Nicolas Masseyeff და ქართველი ელექტრონული მუსიკის პიონერი Jorjick წარდგებიან. 

4. KHIDI : 999999999 | Black Asteroid | Acierate & Tham | Sevda | Digital Groove Affair

10 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ბერლინური კლუბის, Griessmuehle-ის 8 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე იტალიური ეისიდ ტექნო დუეტი 999999999 წარდგება. მათ გარდა კლუბის მთავარ სცენას Black Asteroid და Acierate & Tham დაიკავებენ. G2-ში კი Sevda და Digital Groove Affair დაუკრავენ.  

3. ჯგუფ "არას" კონცერტი Elektrowerk-ში

11 მაისი (შაბათი)

11 მაისს არტ ჰაბ Elektrowerk-ში მსმენელთა წინაშე პოპულარული ქართული ჯგუფი "არა" წარდგება. ალბომის "რატომ მომიყვანეთ" გამოშვების შემდეგ, ეს მუსიკოსების პირველი მასშტაბური სოლო კონცერტი იქნება. 

2. Backstage: 4D Monster Lobsters | Rozen Tal 

11 მაისი (შაბათი)

შაბათს Backstage76 ქართულ ჯგუფს Four Dimensional Monster Lobsters-ს მასპინძლობს. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თორნიკე ჭავჭანიძე. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე ასევე სომხური ჯგუფი Rozen Tal წარდგება.

1. W:O:A Metal Battle Caucasus 2019 ფინალი 

11 მაისი (შაბათი)

შაბათს U-bahn-ში W:O:A Metal Battle Caucasus-ის ფინალი გაიმართება. მსმენელთა წინაშე I Killed The Devil (საქართველო), Goat Ripper (აზერბაიჯანი), Ildaruni (სომხეთი) და სხვა მუსიკალური კოლექტივები წარდგებიან. აღსანიშნავია,რომ  კონკურსის გამარჯვებული გერმანიაში ფესტივალ Wacken Open Air 2019-ზე დაუკრავს

კომენტარები

ბოლოს დამატებული