Thumbnail

ნახეთ: ავრილ ლავინმა სიმღერა I Fell In Love With the Devil შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, ავრილ ლავინი ჯეიმს კორდენის შოუს სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში კომპოზიცია I Fell In Love With the Devil შეასრულა. სიმღერა არტისტის რიგით მეექვსე ალბომში Head Above Water შედის, რომელიც გაყიდვაში 15 თებერვალს ჩაეშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა ბილბორდის ჩარტში მე-13 ადგილი დაიკავა. 

► ნახეთ: Avril Lavigne - Tell Me It's Over

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული