Thumbnail

მადონას Billboard-ის დაჯილდოების 7-წუთიანი პერფორმანსი $5 მილიონი დაუჯდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მადონა 1 მაისს Billboard Music Awards-ზე კოლუმბიელ მალუმასთან ერთად ახალ სიმღერას Medellín პირველად შეასრულებს. არტისტი შთამბეჭდავი შოუს მოსაწყობად საკუთარი ჯიბიდან კოლოსალური თანხის გაღებას არ მოერიდა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, სუპერვარსკვლავს დაჯილდოებაზე გასამართი პერფორმანსი 5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

► მადონა ევროვიზია 2019-ზე ახალ სიმღერას შეასრულებს

ცნობილია, რომ მუსიკოსის 7-წუთიან გამოსვლაში ჰოლოგრამასა და კომპიუტერულ სპეცეფექტებს გამოიყენებს.

კომპოზიცია Medellín პოპის დედოფალმა აპრილში გამოუშვა. სიმღერა მადონას რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული