Thumbnail

ნახეთ: Lil Nas X-მა და Diplo-მ Old Town Road შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა რეპერმა, მონტერო ლამარ ჰილმა, ფსევდონიმით Lil Nas X და ქანთრი არტისტმა, ბილი რეი საირუსმა, ამერიკელ პროდიუსერ დიპლოსთან ერთად, ლილ ნას იქსის ჰიტი Old Town Road ცოცხლად პირველად შეასრულეს.

მუსიკოსები კომპოზიციით კალიფორნიაში გამართულ ქანთრი მუსიკის ფესტივალზე Stagecoach წარდგნენ. ღონისძიების შემდეგ მათ ნამუშევრის სტუდიური ვერსიაც გაავრცელეს.

ლილ ნას იქსმა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი არტისტთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული