Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონი L'Oréal-ის ახალ რეკლამაში ჰიტზე Respect ცეკვავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი სუპერვარსკვლავი, სელინ დიონი პოპულარული ფრანგული ბრენდის, L'Oréal-ის ახალი სახეა. მუსიკოსის მონაწილეობით ახლახან თმის საღებავის რეკლამა გავრცელდა. ვიდეოში 51 წლის არტისტი ოტის რედინგის ჰიტს Respect მღერის და ცეკვავს. 

► Celine Dion: ასე მშვენივრად და ძლიერად თავი არასდროს მიგრძვნია

► ნახეთ: სელინ დიონმა საქორწინო ცერემონიაზე ჰიტი Because You Loved Me იმღერა

► ნახეთ: სელინ დიონი ნოემბრამდე ახალ ალბომს გამოუშვებს

Respect ოტის რედინგმა 1965 წელს გამოუშვა. სიმღერამ განსაკუთრებული პოპულარობა ორი წლის შემდეგ ლეგენდარული არეტა ფრანკლინის წყალობით მოიპოვა. სოულის დედოფლის მიერ შესრულებულ კომპოზიციას 1968 წელს გრემის ორი ჯილდო გადაეცა. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული