Thumbnail

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი კორტნი სოლტერი, ფსევდონიმით Ari Lennox, კომპოზიციას Up Late ავრცელებს. მუსიკოსებთან Nick Quinn, Kojo, Hollywood JB და Bigg Kid ერთად, არი ლენოქსის ჩანაწერის პროდიუსერი ახალბედა ნიჭიერი არტისტი Masego გახლავთ. ტრეკი მომღერლის სადებიუტო ალბომის Shea Butter Baby ერთ-ერთი სინგლია. თავად სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 7 მაისს ჩაეშვება.

► ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ

არი ლენოქსმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ცნობილი რეპერის, ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციურ ალბომში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Pho გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული