Thumbnail

მოუსმინეთ: ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში ჩიტების ჭიკჭიკი მოხვდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

"ჩიტების დაცვის სამეფო საზოგადოებამ" ცოტა ხნის წინ 25 განსხვავებული სახეობის ფრინველის ხმა ჩაიწერა და კომპოზიციის სახით გაავრცელა. Let Nature Sing ბრიტანული სინგლების ჩარტში მე-11 პოზიციაზე მოხვდა. ორგანიზაციის განცხადებით, ნამუშევარი გადაშენების პირას მყოფი ფრინველების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

"ბოლო დღეების განმავლობაში ათასობით ადამიანმა შეიძინა კომპოზიცია და ბუნების საუკეთესო მომღერლებს მოუსმინა. Let Nature Sing მოქალაქეებს ამცნობს, რომ, დიახ, ბუნება მშვენიერია, მაგრამ სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. კარგი ამბავი ისაა, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და ერთად შეგვიძლია ვითარების გამოსწორება", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარტინ ჰარპერმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული