Thumbnail

ნახეთ: 21 Savage ახალ ვიდეორგოლს Ball w/o You ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, მსმენელს კომპოზიციაზე Ball w/o You გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერები BEAM და TM88 არიან. ტრეკი ახალგაზრდა მუსიკოსის ბოლო ალბომის I Am > I Was ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: 21 Savage გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

► ნახეთ: 21 Savage-მა და J.Cole-მა კომპოზიციაზე A Lot კლიპი გადაიღეს 

► ნახეთ: 21 Savage-მა კომპოზიცია A Lot შეასრულა 

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული