Thumbnail
ფოტო: Fula Calypse / Facebook

მოუსმინეთ: FuLA - ვისაც რა უნდა, ის თქვას

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპოზიციის "წამები - დროს" გავრცელებიდან რამდენიმე დღეში პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი გიორგი შენგელია, სასცენო სახელით FuLA, მსმენელს ახალი ტრეკით "ვისაც რა უნდა, ის თქვას" დაუბრუნდა. ნამუშევრის პროდიუსერი ტრადიციულად საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ.

► ნახეთ: FuLA - წამები - დროს 

► ნახეთ: FuLA & Ol' Boy - Cut 

► ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა 

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული