Thumbnail

ჩესტერის 5 საყვარელი სიმღერა

ჰიპ ჰოპ არტისტ ლაშა დავითურის, იგივე ჩესტერის ხუთი საყვარელი კომპოზიცია.

5. Roy Ayers - Everybody Loves the Sunshine

როცა უსმენ, ისეთი მარტივი გეჩვენება, რომ ცდილობ, სხვა არტისტებს შეადარო, მაგრამ მუსიკალური მარაგი არ გყოფნის და ჩუმდები. მერე მეორედ გინდება მოსმენა და ხვდები, რომ მარტივი კი არა, გენიალურია... ნებისმიერ ამინდში Everybody Loves the Sunshine. 

4. Warren G - Regulate ft. Nate Dogg

ჯი-ფანკის ორი ლეგენდა. სხვა ასეთი ჰარმონიული დუეტი ჩემთვის არ არსებობს. ათიდან ათი ქულა ამ სიმღერას ყველა კომპონენტში. ნებისმიერ დროს ჩავრთავ, მოვისმენ და ისეთ სიამოვნებას მივიღებ, თითქოს პირველად ვუსმენდე.

3. Buckshot LeFonque - Music Evolution

ტრეკი ამავე სახელწოდების ალბომიდან. მოუსმინეთ ამ ჩანაწერს, თუ ჰიპ ჰოპი ჯერ კიდევ "იო იო რეპიიი" გგონიათ.

2. Snoop Doggy Dogg - Who Am I (What's My Name) 

ეს დღეს ვიცი, რომ დოქტორ დრეს პროდიუსინგია, ხუთი გენიალური ფანკ ტრეკის ნაზავი და ა.შ. და ა.შ., მაგრამ ეს ტრეკი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუნდტრეკია. ვიცოდი შემსრულებლის სახელი და კლიპის შინაარსი, თუმცა, არ ვიცოდი ტრეკის სახელი. გულუბრყვილო ბავშვი დავდიოდი ვაგზალზე და იქაურ "მეკასეტეებს" ვიდეოს შინაარსს ვუყვებოდი. ის პატიოსანი ხალხიც ხან რა კასეტას მომყიდიდა და ხან რას, სრული გარანტიით, რომ ნანატრი სიმღერა მერვე კომპოზიცია იყო. ბოლოს მე თვითონ მეყო ჭკუა და Greatest Hits ვიყიდე.

1. ჩაკრულო

ეს ტურისტებისთვის.

P.S. ამ ხუთეულში არ შემიყვანია ჩემი საყვარელი ჯგუფები და სოლო შემსრულებლები: A Tribe Called Quest, Outkast, The Pharcyde, De La Soul, KRS-One, The Roots და ა.შ. მხოლოდ იმიტომ, რომ შემიძლია, ჩავრთო რომელიმე ალბომი და ვერაფერი გამოვარჩიო. ეს უკვე ჰიპ ჰოპის ისტორიაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული