Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: კლუბში KHIDI პროექტ Soundwave-ის ჰიპ ჰოპ სესია გაიმართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლუბში KHIDI პროექტ Soundwave-ის ფარგლებში ჰიპ ჰოპ სესია გაიმართა. ღონისძიება კომპანია "ლიკანისა" და Velvet Session-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

თავდაპირველად მსმენელთა წინაშე ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, MokuMoku-ს წევრები, ჯონდო ჯაფარიძე და ტატო რუსია წარდგნენ. ერთსაათიანი პერფორმანსის შემდეგ, სცენაზე ამიკო ნინუას, იგივე MC Cutkill-ისა და გიორგი ზურაბიშვილის, ფსევდონიმით Deka, ჰიპ ჰოპ დუეტი ავიდა. ღონისძიების დასასრულს კი კონცერტზე დამსწრე აუდიტორიას ახალი მუხტი შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრმა, სანდრო ფოფხაძემ, იგივე DRO-მ შემატა, რომელმაც საკუთარ ტრეკებთან ერთად უცხოელი კოლეგების ჰიტებიც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერის, მიმდინარე წლის თებერვალში გარდაცვლილი შავი პრინცის პატივსაცემად, ღონისძიებაზე მის მიერ ჩამოყალიბებული კოლექტივის, "ძებნილების" კომპოზიცია "გიჟთან გიჟი" გაჟღერდა. 

SOUNDWAVE-ის ჰიპ ჰოპ სესია კლუბში KHIDI

🎶 კლუბში KHIDI პროექტ Soundwave-ის ფარგლებში გამართულ ჰიპ ჰოპ სესიაზე მსმენელთა წინაშე ქართველი ჰიპ ჰოპ შემსრულებლები: MokuMoku (J&T), MC Cutkill & Deka და DRO წარდგნენ. ღონისძიება კომპანია Likani Mineral Water - მინერალური წყალი ლიკანისა და Velvet Session-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

Posted by popmusic on Friday, April 26, 2019

კომენტარები

ბოლოს დამატებული