Thumbnail

ქვიზი: გამოიცანი ლათინოამერიკული ტელენოველა მუსიკის მიხედვით

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ლათინოამერიკული ტელენოველები საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით წინა საუკუნის დასასრულსა და ახლის დასაწყისში სარგებლობდა. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ 1996 წელს რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციის დროს, ჯავშანტექნიკის გრძელი კოლონის თავში მოქცეულ ტანკზე შემოდებულ, ახლომდებარე მაღაზიიდან გადმოჭიმულ დენის წყაროში შეერთებულ დიდ ტელევიზორში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები სრული შემადგენლობით სერიალ "კასანდრას" უყურებდნენ. 

► ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ ლათინოამერიკული ტელენოველების განუმეორებელ ესთეტიკასა და მათში გაჟღერებულ მუსიკას ეძღვნება. წინ 12 შეკითხვა გელით. ინსტრუქცია მარტივია, ჩართეთ ფლეიერი და გაიხსენეთ, რომელ სერიალში გაქვთ მოსმენილი ესა თუ ის კომპოზიცია. 

ერთ-ერთი პერსონაჟი სერიალის მთავარი გმირის თავიდან მოშორებას განიზრახავს, თუმცა, როცა მოწამლული ჭიქიდან დალევას თავად მას შესთავაზებენ, უარის თქმას ითაკილებს და შხამით სავსე ფიალას უდრტვინველად გამოცლის.

მონა იზაურა
ქარიშხალა
შავი მარგალიტი
უზურპატორი ქალი
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ ბრაზილიურ ტელენოველაში "მონა იზაურა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ბრაზილიურ ტელენოველაში "მონა იზაურა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ბრაზილიურ ტელენოველაში "მონა იზაურა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ბრაზილიურ ტელენოველაში "მონა იზაურა" ჟღერს.

მთავარ პერსონაჟს მამის გარდაცვალების შემდეგ დედინაცვალი ყველაფერს წაართმევს, თუმცა, კეთილი მღვდელი მას თავისი შეძლებული მეგობრის ოჯახში მოახლედ მოაწყობს.

უბრალოდ მარია
უფრთხილდი ანგელოზს
ველური გული
მდიდრებიც ტირიან
არასწორია!
ეს კომპოზიცია მექსიკურ ტელენოველაში "მდიდრებიც ტირიან" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია მექსიკურ ტელენოველაში "მდიდრებიც ტირიან" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია მექსიკურ ტელენოველაში "მდიდრებიც ტირიან" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ მექსიკურ ტელენოველაში "მდიდრებიც ტირიან" ჟღერს.

მთავარი გმირი საკუთარი დედინაცვლის შვილზე ისე გათხოვდება, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, ამბავი განსაკუთრებით მას შემდეგ ჩაიხლართება, რაც აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ის მოტყუებით ცოლად რჩეულის ტყუპისცალმა მოიყვანა.

კასანდრა
ტროპიკელი ქალი
ველური ვარდი
იოლი ფული
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ ვენესუელურ ტელენოველაში "კასანდრა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "კასანდრა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "კასანდრა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "კასანდრა" ჟღერს.

მამაკაცის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი ციხეში შვილს აჩენს, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი მის დაბრუნებას ცდილობს. პროცესში იმ კაცის ძმას გაიცნობს, რომლის მკვლელობაშიც დაადანაშაულეს და, რა თქმა უნდა, დანახვისთანავე შეუყვარდება.

ანელიას სახე
სოლედადი
პრისიონერა (გრძნობათა ტყვეობაში)
ცისფერი ხე
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "პრისიონერა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "პრისიონერა" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "პრისიონერა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "პრისიონერა" ჟღერს.

ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებულ მთავარ გმირს საკუთარი შვილების დაბრუნებისთვის ბრძოლისას გარდაცვლილი მეუღლის ძმა შეუყვარდება. საბოლოოდ დამტკიცდება, რომ მას არავინ მოუკლავს. მეტიც, ქალი მღვდელმა მოატყუა და სინამდვილეში დაქორწინებული არასდროს ყოფილა.

დონა ბარბარა
ბლანკოს ქვრივი
ბრაზილიის გამზირი
ანასტასია
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ბლანკოს ქვრივი" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ კოლუმბიურ ტელენოველაში "ბლანკოს ქვრივი" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ბლანკოს ქვრივი" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ბლანკოს ქვრივი" ჟღერს.

გარდაცვლილი პერსონაჟის სული ახალგაზრდა კაცის სხეულში ჩასახლდება და უკვე სხვაზე გათხოვილ საკუთარ ცოლთან გააბამს რომანს. მას შემდეგ, რაც ქალი ახალი ქმარს მოკლავს, წყვილი მანქანით მდინარეში გადაეშვება, რათა სასუფეველში მათი სულები კვლავ გაერთიანდნენ.

მეორე სიცოცხლე
რუბი
რევანში
სამხრეთის დედოფალი
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "მეორე სიცოცხლე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "მეორე სიცოცხლე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "მეორე სიცოცხლე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "მეორე სიცოცხლე" ჟღერს.

მთავარი პერსონაჟი წარსულში მომხდარი იდუმალებით მოცული მკვლელობის გამოძიებას იწყებს და პოლიციელი შეუყვარდება. პარალელურად კი ქალაქში საქორწინო კაბაში გამოწყობილი, ჩონჩხის სახიანი სასტიკი მკვლელი დაძრწის.

მაცდური სიყვარული
სამანტა
იუდას ქალი
ნაზი შხამი
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "იუდას ქალი" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "იუდას ქალი" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ ვენესუელურ ტელენოველაში "იუდას ქალი" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "იუდას ქალი" ჟღერს.

მთავარ პერსონაჟს მამა, რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა, სიკვდილის შემდეგ მთელ თავის ქონებას უტოვებს. მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ ბოროტ ნათესავებთან ბრძოლის გარდა, მას ახალი საზრუნავიც უჩნდება - მომხიბლავი მამაკაცი, რომლის მიმართ გრძნობებშიც სერიალის ბოლომდე ვერ გაერკვევა.

გვადალუპე
გაბრიელა
სიყვარულის ისტორია
სასტიკი ანგელოზი
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "გვადალუპე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "გვადალუპე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "გვადალუპე" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია სტუდია "ტელემუნდოს" ტელენოველაში "გვადალუპე" ჟღერს.

ეს სერიალი სკოლის მოსწავლეებზეა, რომლებსაც როკ ჯგუფი აქვთ და თავისუფალ დროს კოლეჯში მოქმედ საიდუმლო ორგანიზაციას ებრძვიან.

გოგონები ქარში
ტყუპები
მეამბოხე სულები
ველური ანგელოზი
არასწორია!
ეს კომპოზიცია არგენტინულ ტელენოველაში "მეამბოხე სულები" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია არგენტინულ ტელენოველაში "მეამბოხე სულები" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ არგენტინულ ტელენოველაში "მეამბოხე სულები" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია არგენტინულ ტელენოველაში "მეამბოხე სულები" ჟღერს.

ეს სერიალი სამი ძმისა და სამი დის ინტრიგებით სავსე სიყვარულის ისტორიებს მოგვითხრობს.

ჩემო სიყვარულო და სევდავ ჩემო
ფარული ვნება
ანტონელა
ესმერალდა
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ფარული ვნება" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ კოლუმბიურ ტელენოველაში "ფარული ვნება" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ფარული ვნება" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია კოლუმბიურ ტელენოველაში "ფარული ვნება" ჟღერს.

ახლად გათხოვილი მთავარი პერსონაჟის მდიდარი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვლება. მემკვიდრეობა მასა და კაცის უკანონო შვილს ერგებათ - ასე იწყება მათი სიყვარულის ისტორია.

მე ვარ უშნო ბეტი
შეყვარებული ქალები
სალომე
ეშმაკუნა
არასწორია!
ეს კომპოზიცია პერუულ ტელენოველაში "ეშმაკუნა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია პერუულ ტელენოველაში "ეშმაკუნა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია პერუულ ტელენოველაში "ეშმაკუნა" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ პერუულ ტელენოველაში "ეშმაკუნა" ჟღერს.

მთავარი პერსონაჟი მდიდარ კაცს გაიცნობს, რომელიც შეუყვარდება. მათი ურთიერთობა წინააღმდეგობებითაა სავსე, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რჩეულის ბოროტი და გოგონას მამას მანქანით გასრესს, ყველაფერი ბედნიერად სრულდება.

მაგიდა სამისთვის
ოცნების კოშკები
ველური კატა
მარიმარი
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "ველური კატა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "ველური კატა" ჟღერს.
სწორია!
ეს კომპოზიცია სწორედ ვენესუელურ ტელენოველაში "ველური კატა" ჟღერს.
არასწორია!
ეს კომპოზიცია ვენესუელურ ტელენოველაში "ველური კატა" ჟღერს.

უკეთესადაც შეგიძლია!

ალბათ, შედეგმა არ გაგაოცა. როგორც ვხვდებით, ლათინოამერიკულ ტელენოველებს დიდად არასდროს სწყალობდი. აბა, სხვა ქვიზები სცადე.

კარგი შედეგია!

ყოჩაღ, როგორ ჩანს, ლათინოამერიკულ სერიალებს საკმაოდ კარგად იცნობ და სმენაც მშვენიერი გაქვს. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.

შესანიშნავი შედეგია!

ლათინოამერიკული ტელენოველების უბადლო მცოდნე ხარ.
¡Muy bien! Lo hiciste genial!

კომენტარები

ბოლოს დამატებული