Thumbnail

ნახეთ: Bruce Springsteen - Hello Sunshine

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი ახალ კომპოზიციას Hello Sunshine და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეოს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეცხრამეტე ალბომში Western Stars იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.

ბრიუს სპრინგსტინმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 18 სტუდიური და 6 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის მანძილზე 135 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული