Thumbnail

ნახეთ: Rammstein-მა ახალი კლიპი Radio გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ინდასტრიალ მეტალ კოლექტივი Rammstein ახალი კომპოზიციას Radio და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სიმღერა ბენდისვე სახელწოდების მქონე, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომელსაც არტისტები ათწლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს გამოუშვებენ. მუსიკალური რგოლის ავტორი გერმანელი რეჟისორი იორნ ჰაითმანია.

► მოუსმინეთ: Rammstein ახალი ალბომის გარეკანსა და ტრეკების ნაწყვეტებს ავრცელებს

► ნახეთ: Rammstein ახალ სიმღერაზე Deutschland გადაღებულ კლიპს ავრცელებს

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 1995 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გამოუშვეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული