Thumbnail

მოუსმინეთ: MGMT-ის ფრონტმენმა და კონან მოკასინმა კომპოზიცია Bad Boys გაავრცელეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, MGMT-ის ფრონტმენმა, ენდრიუ ვანვინგარდენმა და ახალზელანდიელმა მუსიკოსმა, კონან ჰოსფორდმა, სასცენო სახელით Connan Mockasin, ახალი კომპოზიცია Bad Boys გაავრცელეს.

ჩანაწერი ფილმის Self Discovery for Social Survival ერთ-ერთი საუნდტრეკია. კინოსურათის პრემიერა ლოს ანჯელესში 15 ივნისს შედგება.

ენდრიუ ვანვინგარდენმა ჯგუფი MGMT ბენ გოლდვასერთან ერთად 2002 წელს შექმნა. 2007 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გაავრცელა. გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 

კონან მოკასინმა კი მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. არტისტს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 7 ალბომი აქვს გამოშვებული. მისი შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და ექსპერიმენტულ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული