Thumbnail

ბრიტანელმა გრაიმ არტისტმა, სთორმზიმ ახალი კომპოზიცია Vossi Bop და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2017 წლის სადებიუტო ალბომის Gang Signs & Prayer შემდეგ გაავრცელა.

► ნახეთ: Stormzy - Line

სთორმზიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რეჩიტატივის კითხვის აგრესიული მანერითა და ენერგიული ინსტრუმენტალებით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო ალბომით Gang Signs & Prayer გახდა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. სტუდიური ჩანაწერმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეპერს არაერთი ჯილდოც მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული