Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა ME! და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ახალ სინგლს ME! და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიცია ჯგუფ Panic! at the Disco-ს ფრონტმენთან, ბრენდონ ურისთან ერთადაა ჩაწერილი. ვიდეოზე ცნობილმა რეჟისორმა, დეივ მეიერსმა იმუშავა. ტრეკი ტეილორის რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლით თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა სიმღერები Style და Delicate შეასრულა

► Taylor Swift: ახლა მხოლოდ დედაჩემზე ვღელავ, ის სიმსივნეს ებრძვის

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული