Thumbnail

2018 წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტის Taki Taki ავტორი, დიჯეი და პროდიუსერი DJ Snake ახალ კომპოზიციას Enzo ავრცელებს. ფრანგი მუსიკოსის ნამუშევარში ჰიპ ჰოპ არტისტები Sheck Wes, Offset, 21 Savage და Gucci Mane მონაწილეობენ.

► ნახეთ: DJ Snake, Ozuna, Cardi B და Selena Gomez-ი კლიპში Taki Taki 

► DJ Snake ახალ ალბომს აანონსებს 

წელს DJ Snake ელექტრონული მუსიკის პოპულარულ ფესტივალში Ultra Europe მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12, 13 და 14 ივლისს ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში გაიმართება. მის გარდა, მსმენელთა წინაშე Swedish House Mafia, The Chainsmokers, დევიდ გეთა, არმინ ვან ბიურენი, რიჩი ჰოტინი, მასეო პლექსი, კარლ კოქსი და სხვა ცნობილი არტისტები წარდგებიან.

15 აპრილიდან 9 ივნისის ჩათვლით, კამპანიის "შეუფასებელი ზაფხული Mastercard-ისგან" ფარგლებში, საქართველოს ბანკის Mastercard-ის სტუდენტური ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიგონ 3-დღიანი ტური ფესტივალზე. 

► მოიგეთ 3-დღიანი ტური ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Ultra Europe

DJ Snake პარიზელი არტისტის, უილიამ სამი ეტიენ გრიგასინის სასცენო სახელია. პროდიუსერმა და დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Encore 2015 წელს გაავრცელა. ჩანაწერში შესულ ტრეკებზე მან ისეთ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი, Skrillex, Migos და სხვები. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული