Thumbnail

ნახეთ: მადონამ და მალუმამ სიმღერაზე Medellín კლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა ახალ სინგლზე Medellín გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიცია პოპულარულ კოლუმბიელ არტისტთან, მალუმასთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. ცნობილია, რომ შემსრულებლებმა მომავალი სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში კიდევ ერთ სიმღერაზე Bitch I'm Loca იმუშავეს.

► ნახეთ: მადონა ახალი ალბომის სარეკლამო ვიდეოში

► მადონა ევროვიზია 2019-ზე ახალ სიმღერას შეასრულებს

ვიდეოზე რეჟისორების დუეტმა Diana Kunst & Mau Morgó იმუშავეს. კლიპის პრემიერა ტელეკომპანია MTV-ის ეთერში შედგა. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული